„მარტიდან, პაცცა, გლდანში დაიდებს მესამე ბუდეს“, ამის შესახებ ინფორმაციას „პაცცას“ პიცას თანადამფუძნებელი არჩილ ზამბახიძე ავრცელებს. მისი თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, „პაცცას„ მესამე ფილიალი გლდანში მარტის დასაწყისში გაიხსნება.
„ძალიან ვნერვიულობთ, წინ ბევრი შრომა, ახალი კადრები, ბევრი შეცდომა და ბევრი ნერვიულ-სიხარულის ცრემლი გველის, მაგრამ თითებგადაჯვარედინებულებს და თვალებდახუჭულებს, როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენი იმედი გვაქვს!
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მარტის დასაწყისში ვხვდებით გლდანში!“, წერს არჩილ ზამბახიძე.
ნეაპოლიტანური „პაცცას“ პიცა თბილისში 2019 წელს, პანდემიამდე გამოჩნდა. „პაცცაში“ 8 სახის პიცას ამზადებენ და თბილისში 2 ფილიალით არიან წარმოდგენილი.