ავსტრალიური Domino's Pizza Enterprises-ი, ხარჯების შემცირებისა და მოგების არსებითად გაუმჯობესების მიზნით, დანიაში რესტორნებს ხურავს, ამის შესახებ განცხადებას კომპანია აკეთებს. მთლიანობაში, Domino's Pizza-ს გლობალურ ქსელში 3827 რესტორანია, აქედან დანიაში 27 Domino's Pizza-ს პიცერიაა.
გარდა ამისა, კომპანია ქსელის ოპტიმიზაციას აგრძელებს და დაახლოებით 65-70 პიცერიას დახურავს, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი არ აქვთ. ეს არის პიცერიები ტაივანში, მალაიზიაში, სინგაპურსა და კამბოჯაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე ფინანსურ წელს, გაყიდვების ზრდა, წინა წელთან შედარებით, პროგნოზირებულ 3-6%-ზე ქვემოთაა.
Domino's Pizza-ს აქციები სამშაბათის ვაჭრობაში 5,9%-ით დაეცა. კომპანიის საბაზრო ღირებულება ბოლო 12 თვის განმავლობაში 30%-ზე მეტით დაეცა, ხოლო S&P/ASX 200 საფონდო ინდექსი 3%-ით გაიზარდა.