რუსი აქტივისტები უკრაინის მხარდაჭერის გამო ღვინის ქართული კომპანიის დასჯას და პროდუქციის მაღაზიებიდან ამოღებას ითხოვენ.

 
როგორც რუსული ტელეგრამ არხები წერენ, „ვაინივერიას“ პროდუქციის მაღაზიებში გამოჩენის შემდეგ აქტივისტმა მისი მფლობელის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და როგორც ისინი აცხადებენ, აღმოჩნდა, რომ „რუსეთში ღვინის გაყიდვით მიღებული მოგების ნაწილს ის უკრაინის ჯარს უგზავნის“


სარატოველმა აქტივისტმა ევგენი მალიავკომ კომპანიის ხელმძღვანელი პირების ფეისბუკებიც გამოიკვლია და „უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი დიდი მხარდაჭერა აღმოაჩინა“, გარდა ამისა ნახეს, რომ ვაინივერიას ბოთლთან ერთად ფოტო გადაღებული აქვს უკრაინის თავდაცვის მინისტრსაც, რომელმაც ზედ თავის ხელმოწერა დატოვა მხარდაჭერისთვის მადლობის ნიშნად. 


როგორ რუსული ტელეგრამარხები წერენ, ახლა მათ გეგმებშია, რომ ყველა შესაბამისი ორგანო ჩართონ, პროკურატურის ჩათვლით, რათა აღნიშნული პროდუქცია რუსეთში აკრძალული და გაძევებული იქნას.