ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნების მიერ რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, "ალროსას" წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთიდან ალმასები ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზრებზე კვლავაც ხვდება. ამის შესახებ გამოძიება OCCRP-ის და ევროპული გამოცემების ჟურნალისტებმა ჩაატარეს. შეზღუდვების გვერდის ავლისთვის საკვანძო სატრანზიტო ჰაბი სომხეთი გახდა, რომლის გავლითაც ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი ქვები გადის.

ევროკავშირში აღიარებენ, რომ ქვების დამუშავების ეტაპზე მათი წარმოშობის შესახებ მონაცემები ხშირად იკარგება. სქემის მთავარი ინსტრუმენტი რუსეთში 2022 წლის მაისში შექმნილი "პირველი ბრილიანტის კომპანია" (First Diamond Company, FDC) გახდა. ფორმალურად ის "ალროსასგან" დამოუკიდებელია, თუმცა მისი მფლობელები და მენეჯერები სახელმწიფო კომპანიასთან არიან დაკავშირებული - მფლობელი "ალროსას" გაყიდვების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, რეგინა სობოლია.2022 წლის ბოლოდან FDC-მ სომხეთში ბრილიანტების აქტიური ექსპორტი დაიწყო.

OCCRP-ის მონაცემებით, ამ ქვეყანაში იმპორტირებული ქვების თითქმის ნახევარი რუსული წარმოშობისაა. 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტამდე FDC-მ 290 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ალმასები გაიტანა.

realpolitika