რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ესენია კომპანიები: GWS-Wine-Company, "შატო მუხრანი" და მისი ბრენდი მარუსია ბევერიჯის ჯორჯია, "ვინივერია".

ფიფიამ BM.GE-ს უთხრა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტი მალე გამოიცემა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.

რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ქსელებში შეზღუდული პროდუქციის თაროებიდან მოხსნაც დაიწყო.

bm.ge