„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
„სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის საქართველოში პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლა რუსეთიდან საქართველოში ავიაგზავნილები მესამე ქვეყნების საშუალებით იგზავნება.