ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის აქციებიდან გასულ კვირას მხოლოდ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ფასმა მოიმატა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მფლობელი ჯგუფისა და „საქართველოს კაპიტალის“ აქციები გაიაფდა.
Lion Finance Group-ის, რომელიც „საქართველოს ბანკს“ ფლობს, აქციების ღირებულება კვირის განმავლობაში 1.54%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი ამჟამად 112.94 გირვანქა სტერლინგია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.89 მილიარდ გირვანქას შეადგენს. მიუხედავად კვირის კლებისა, ბოლო ექვს თვეში ჯგუფის აქციები 17.15%-ით არის გაძვირებული.
დადებითი შედეგი ჰქონდა TBC Bank Group-ს. კომპანიის აქციების ფასი 1.59%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 47.36 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ბანკის საბაზრო ღირებულება ამჟამად 2.65 მილიარდ გირვანქას შეადგენს. ექვსთვიან პერიოდში მისი აქციები 18.70%-ით გაძვირდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კვირეული კლება Georgia Capital-მა განიცადა. კომპანიის აქციების ფასი 6.86%-ით შემცირდა და 40.05 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.37 მილიარდ გირვანქას აღწევს. თუმცა, ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, კომპანიის აქციების ღირებულება კვლავ 20.09%-ით არის გაზრდილი.
ამრიგად, მიუხედავად გასული კვირის განსხვავებული შედეგებისა, სამივე ქართული კომპანიის აქციები ექვსთვიან ჭრილში ზრდას ინარჩუნებს.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Galt & Taggart