ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი მსხვილი კომპანიის — Lion Finance Group-ის, TBC Bank Group-ისა და Georgia Capital-ის — აქციებით არის წარმოდგენილი.

გასული კვირის განმავლობაში ქართულ კომპანიებს განსხვავებული შედეგები ჰქონდათ. ორი კომპანიის აქციების ფასი შემცირდა, ხოლო „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ღირებულება გაიზარდა.

Lion Finance Group PLC-ის, ყოფილი „საქართველოს ბანკის ჯგუფის“, აქციების ფასი კვირის განმავლობაში 1.36%-ით შემცირდა. ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 115.90 გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5.70 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. მიუხედავად კვირეული კლებისა, ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ღირებულება 26.12%-ით არის გაზრდილი.

დადებითი დინამიკა ჰქონდა TBC Bank Group PLC-ს. კომპანიის აქციების ფასი გასულ კვირას 1.17%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულებამ 46.62 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო ბოლო ექვს თვეში მისი აქციები 19.08%-ით გაძვირდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კვირეული კლება Georgia Capital PLC-მ აჩვენა. კომპანიის აქციების ღირებულება 4.66%-ით შემცირდა და 43 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. „საქართველოს კაპიტალის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს. თუმცა, კვირეული შემცირების მიუხედავად, ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 38.04%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, ექვსთვიან პერიოდში საუკეთესო შედეგი „საქართველოს კაპიტალს“ აქვს, რომლის აქციების ღირებულებაც 38%-ზე მეტით გაიზარდა. საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კი ქართულ კომპანიებს შორის კვლავ Lion Finance Group ლიდერობს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart