ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანია — „საქართველოს ბანკის“ (Lion Finance Group), „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ — აქციების ღირებულება გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში გაიზარდა, რაც ინვესტორების პოზიტიურ განწყობაზე მიუთითებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა „საქართველოს ბანკის“ მშობელი კომპანიის, Lion Finance Group-ის აქციებმა აჩვენა. კვირის განმავლობაში მისი ფასი 4.7%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 111.4 ფუნტ სტერლინგს მიაღწია. კომპანიის საბაზრო ღირებულება უკვე 5.5 მილიარდ ფუნტს აღემატება, რაც მას ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილ ყველაზე მსხვილ ქართულ კომპანიად აქცევს.

დადებითი დინამიკა დაფიქსირდა „თიბისი ბანკის“ აქციებშიც. ბანკის ფასიანი ქაღალდების ღირებულება კვირის განმავლობაში 2.7%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 48.4 ფუნტ სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2.7 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

ზრდა აჩვენა „საქართველოს კაპიტალმაც“. საინვესტიციო ჰოლდინგის აქციები 2.6%-ით გამყარდა და ერთი აქციის ფასი 44 ფუნტ სტერლინგამდე ავიდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ ფუნტს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბაზრებზე მოკლევადიანი ცვლილებები ხშირია, ბოლო თვეების მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული კომპანიები საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს კვლავ ინარჩუნებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია Lion Finance Group-ისა და Georgia Capital-ის გრძელვადიანი ზრდა, რაც ქართული ფინანსური სექტორის მიმართ ნდობის მაღალ დონეზე მიუთითებს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart