თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაადასტურა, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა სამშაბათს, 28 ივლისს გაიმართება.
წყაროს ცნობით, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ საჰაერო სივრცეში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომლის რუსეთისთვის წარდგენასაც გეგმავენ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვასაც დაესწრება.