საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს მუშაობა.

ასევე გაჩერებულია საქართველოს რკინიგზა.

დღეს დაახლოებით დილის 07:30 საათიდან საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა.