ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.05%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 96.45 გირვანქა სტერლინგია.  

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.38%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 40.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 1.95%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 32.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 4.74 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისი ბანკის ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ ეტაპისთვის 2.23 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.52 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 31.67%-ითაა გაზრდილი, "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება კი  15.64%-ითაა შემცირებული, ხოლო "საქართველოს კაპიტალის”  აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 53.52%-იან ზრდას აჩვენებს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart