პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ღამით ომის დეპარტამენტმა დაიწყო ოპერაცია „EPIC FURY“ (ეპიკური რისხვა) — ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო და ზუსტი საჰაერო ოპერაცია.” - ამის შესახებ ამერიკის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს კონფლიქტი არ დაუწყია, მაგრამ მას სწორედ აშშ დაასრულებს. ჰეგსეტის მტკიცებიტ,  ირანის სარაკეტო წარმოება სრულად განადგურდება.

“ჩვენ არ შევეგუებით ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ რაკეტებს. ეს რაკეტები — და ირანის სარაკეტო წარმოება -სრულად განადგურდება. ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტიც განადგურდება. და ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. [...] ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს კონფლიქტი არ დაუწყია, მაგრამ ჩვენ მას დავასრულებთ. [...] თუ თქვენ მოკლავთ, ან დაემუქრებით ამერიკელებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ჩვენ გიპოვით და უბრალოდ გაგანადგურებთ.” - თქვა ჰეგსეტმა.