კრიპტოს ყიდვა პირდაპირ საბანკო ბარათით არის შესაძლებელი!
იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კრიპტო აქტივებთან შეხება არასდროს ჰქონიათ, ახლა საუკეთესო დროა ინდუსტრიაში შესაბიჯებლად. კრიპტალი კი, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მომხმარებლებს ახალ და საუკეთესო გზას სთავაზობს.
კრიპტო ინდუსტრია ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშ ექცევა. ბიტკოინის ფასი არნახულ, ახალ მწვერვალებს აღწევს, კრიპტოს ღირებულება დაახლოებით $100,000 ფარგლებში მერყეობს, პროგნოზის მიხედვით კი, გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება. ამის პარალელურად, ბევრ ადამიანს პირველად უჩნდება მისი შეძენის სურვილი და მორიგ წარმატებულ ფინანსურ ტალღაში მოხვედრა, თუმცა აქტივების ყიდვასთან დაკავშირებული მოსალოდნელი სირთულეები და უცხო პროცესი შეიძლება მათთვის ამ გზაზე დაბრკოლებად გადაიქცეს.
ადამიანების გონებაში კრიპტო კვლავაც რთულ სფეროდ რჩება, მაგრამ რეალურად, ეს წარსულს ჩაბარდა. სასურველი კრიპტო აქტივის, იგივე კრიპტოს ყიდვა სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, სახლიდან გაუსვლელად და მომენტალურად. ამაში კი, მომხმარებლებს კრიპტალის ახალი ფუნქცია დაეხმარება.
ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს კრიპტო მათთვის კარგად ნაცნობი და მარტივი გზით, პირდაპირ ბანკის ბარათის გამოყენებით შეიძინონ. ზუსტად ისე, როგორც ონლაინ პლატფორმებზე, იქნება ეს ამაზონი თუ Veli, ან სულაც გლოვო და ვოლტი, სადაც სასურველი პროდუქტის შეკვეთის შემდგომ გადახდა საბანკო ბარათით ხორციელდება.
როგორც ამ პლატფორმებზე არჩევს მომხმარებელი მათთვის სასურველ პროდუქტს, იქნება ეს ფეხსაცმელი, ტანსაცმელი თუ სხვა, შემდგომ აკლიკავს და კალათში აგდებს, ბოლოს კი, საიტზე წინასწარ დამატებული Visa და MasterCard ბარათის გამოყენებით ყიდულობს, სწორედ ასეა კრიპტალზეც, მხოლოდ ერთი განსხვავებით - კრიპტოს ყიდვა ბევრად უფრო მარტივია.
მომხმარებელი ირჩევს პლატფორმაზე წარმოდგენილი ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივებიდან, როგორიც ბიტკოინი, ეთეირუმი, ლაითქოინი და სხვებია, მისთვის სასურველს, აკლიკავს ყიდვას და პროდუქტის კალათში მოთავსების მაგივრად ციფრული აქტივი პირდაპირ მის საფულეში აისახება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.
კრიპტოს ყიდვა ბარათით - ინსტრუქცია
იმისათვის, რომ მომხმარებელმა სასურველი კრიპტოს ყიდვა შეძლოს, საჭიროა CRYPTAL-ზე მარტივი რეგისტრაციის გავლა, ამის შემდგომ აუცილებელია პლატფორმაზე TBC Bank-ის, BOG-ის ან სხვა ნებისმიერი ბანკის Visa/Mastercard ბარათის დამატება.
შემდგომ კი, რამოდენიმე მარტივი ნაბიჯი მოდის. დეტალური ინსტრუქციის ნახვა ლინკზე შეიძლება.
დამატებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მათ მიერ ნაყიდი კრიპტო აქტივი პირდაპირ კრიპტალზე შეინახონ ან მათთვის სასურველ სხვა მისამართზე ან კრიპტო საფულეზე დარიცხონ.
რა უპირატესობა აქვს კრიპტოს ბარათით ყიდვას?
- სიმარტივე - კრიპტოს პირდაპირ ბარათით ყიდვა იდეალურია დამწყებთათვის. სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კრიპტოს ყიდვის არანაირი გამოცდილება არ აქვთ და ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ.
- ნაცნობი პროცესი - ახალი ფუნქციის წყალობით კრიპტოს ყიდვა ისეთივე პროცესია, როგორიც რომელიმე ონლაინ პლატფორმიდან ფეხსაცმლის, ტანსაცმლის ან სხვა ნივთების გამოწერა.
მომხმარებელი, თუნდაც დამწყები, ახალს და რთულს კრიპტოს ყიდვის პროცესში, ვერაფერს ნახავს.
- სისწრაფე - ინდუსტრია საგრძნობლად აჩქარებულია, მიუხედავად ამისა, სასურველი კრიპტო აქტივის მიღება ასე სწრაფი, ჯერ არასდროს ყოფილა. მომხმარებელს მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე შეუძლია საკუთარი პირველი ციფრული აქტივის მფლობელი გახდეს.
- კომფორტი - კრიპტალი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს კრიპტო კომფორტულად, საბანკო ბარათების დახმარებით იყიდონ.
მომხმარებელი შესყიდვას პირდაპირ ვიზა და მასტერქარდ საბანკო ბარათიდან ახორციელებს, საიდანაც თანხა ეჭრება, სამაგიეროდ კი, საფულეში კრიპტო მომენტალურად ერიცხება, ზედმეტი რთული პროცედურების გარეშე.
კრიპტოს ყიდვა, საბანკო ბარათი და ახალი შესაძლებლობა დამწყებთათვის
ბიტკოინის ფასის არნახული ზრდა შეუმჩნეველი არავისთვის არ დარჩა. უამრავი ადამიანი დაინტერესდა კრიპტო ინდუსტრიით და მისი რეალური პოტენციალით.
სულ უფრო მეტი ისეთი ახალი მომხმარებელი ჩნდება ბაზარზე, რომლებსაც უნდათ რომ კრიპტო აქტივების მფლობელები გახდნენ და თავიანთი პირველი ნაბიჯები გადადგან ამ სფეროში.
ყველა ახალი მომხმარებლის სურვილია, რომ პირველი ნაბიჯები მარტივი და მათთვის გასაგები იქნება, სწორედ აქედან გამომდინარე, კრიპტალზე ახალი ფუნქცია გამოჩნდა, რომელიც ადამიანებს კრიპტოზე წვდომას გაცილებით უმარტივებს.
ბირჟაზე ნებისმიერ მსურველს საკუთარი საბანკო ბარათის გამოყენებით პოპულარული და ცნობილი კრიპტო აქტივების ყიდვა შეუძლია, იქნება ეს ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) თუ სხვა.
პროცესი თითქმის იმეორებს სხვადასხვა ონლაინ კომერციული პლატფორმების გამოცდილებას. მომხმარებელი პირველი კრიპტოს მფლობელი ისეთივე იოლი გზებით ხდება, როგორიც ამაზონიდან რაიმე ნივთის გამოწერაა.
საჭიროა მხოლოდ კრიპტოს ყიდვის სურვილი, CRYPTAL-ის ანგარიში და საბანკო ბარათი.