Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია BMGtv-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული Coca-Cola რუსულ ბაზარზე მოხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს კომპანიის რაიმე სახის ბიზნეს ურთიერთობას ამ ქვეყანასთან.
ბიზნესმენმა გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კომპანიამ რუსეთში რვავე ქარხანა დახურა, ასევე დაიხურა McDonald's-ის ათასზე მეტი რესტორანი, რასაც თემურ ჭყონია “ვაჟკაცურ ნაბიჯს” უწოდებს.
“ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola -ს მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური “კოკა-კოლა” არსებობს, არაბული, ირანული…მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა…თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა, ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვიძახი რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში Coca-Cola გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და სხვათა შორის არც არავის მოუმართავს ჩვენთვის ოფიციალურად", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
bm.ge
როგორ შედის Coca-Cola საქართველოდან რუსეთში - თემურ ჭყონიას განმარტება
ირაკლი კობახიძემ, ფინეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ პანელზე, საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა
ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“