Women in F&B Power List 2025-ის მსოფლიო რეიტინგმა 51 ქალი ლიდერი დაასახელა, რომლებმაც საკვებისა და სასმელების ინდუსტრია შეცვალეს. მათ შორის, დუბაიში ქართული რესტორან Qartuli-ს თანადამფუძნებელები მარიამ შევარდნაძე და ნინო ჩანტლაძე მოხვდნენ.

რეიტინგი იმ გავლენიან ქალებს აერთიანებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში კულინარიულ ინოვაციებს მართავენ.

„დუბაის გულში, ნინო ჩანტლაძემ და მარიამ შევარდნაძემ რევოლუცია მოახდინეს რესტორნის სცენაზე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ავთენტური ქართული სამზარეულოს შემოტანით“, - წერია რეიტინგის აღწერაში რესტორან Qartuli-ის მფლობელებზე.

ნინო საერთაშორისო იურისტია სინგაპურიდან, მარიამი კი მოქანდაკე და შეფ-მზარეული საქართველოდან. მათ თავიდან სადისტრიბუციო კომპანია დააარსეს და ადგილობრივი სუპერმარკეტების ქართული პროდუქციით მომარაგება დაიწყეს, შემდეგ ქართული რესტორანი გახსნეს მიტანის სერვისით. მას შემდეგ, რაც მოთხოვნა გაიზარდა, „სახლურ“ კონცეფციასა და ქართულ გემოებზე დაფუძნებული რესტორნის გახსნა გადაწყვიტეს.

უნიკალური რესტორანი Qartuli, სტუმრებს მე-19 საუკუნის ქართული არისტოკრატული სახლის ატმოსფეროში გადაჰყავს. ვინტაჟური დეკორითა და ავთენტური სამზარეულოთი, Qartuli არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 100 საუკეთესო რესტორანს შორისაა, ხოლო მისმა დამფუძნებლებმა ქვეყნის 10 საუკეთეს რესტორატორს შორის დაიმსახურეს ადგილი.

„მათმა ინოვაციურმა მარკეტინგმა, მათ შორის Qartuli-ს სოციალური მედიის მენეჯმენტმა, მედიის ყურადღება მიიპყრო. მათ ასევე შექმნეს პროექტი „ქართული მოგზაურობს“, რომელიც ქართულ კულტურაზე მოგვითხრობს.

როგორც კულტურული ელჩები, ნინო და მარიამი შთააგონებენ ქალებს რესტორნის ინდუსტრიაში ლიდერობის მიმართულებით განვითარებისკენ“, - წერია რეიტინგის აღწერაში.