მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს  როლი  და სატრანზიტო ფუნქცია სულ უფრო იზრდება.

2022 წელს „შუა დერეფნის“ გავლით  გადაზიდული ტვირთების მოცულობა 6-ჯერ გაიზარდა (FPRI-).  პოზიტიურ დინამიკასთან ერთად, იზრდება რისკებიც.  სწორედ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, საინვესტიციო შესაძლებლობები , გაზრდილი ტვირთბრუნვა და გამოწვევები იქნება

მთავარი თემა კონფერენციის -  „რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის მდგრადობა - გამოწვევები და შესაძლებლობები“ . ღონისძიება 6 ივლისს, სასტუმრო ბილტმორში გაიხსნება, კონფერენციის ორგანიზატორი  „ჯიპიაი ჰოლდინგია“ . კომპანია ღონისძიებას ევროკავშირთან და ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით გეგმავს

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის დელეგაციის წევრები, წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსიდან, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან  და სატრანზიტო და სადაზღვევო ინდუსტრიდან. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ შესაძლებლობეზე, რომელსაც სატრანზიტო დერეფანი ქმნის  საქართველოსთვის და რეგიონისთვის. მათ  საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ ევროკავშირის ხედვას საქართველო-ევროპის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. მოისმინონ ევროპული ბიზნეს ასოციაციის მოხსენება, სატრანზიტო პოტენციალისა და  საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით.  დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართავენ - ეიპიემ ტერმინალს ფოთის წარმომადგენელი. ღონისძიების მეორე ნაწილში კი იმსჯელებენ -  რა როლს თამაშობს სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუნქციონირებაში დაზღვევა.

მეტს ღონისძიების შესახებ სწორედ ორგანიზატორებისგან შევიტყობთ.  კითხვებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზღვაო სატრანსპორტო ტვირთების მიმართულების დირექტორი, გიორგი ხაჟომია პასუხპობს:

„ჯიპია ჰოლდინგი“ სატვირთო, საზღვაო სატრანსპორტო დაზღვევის მიმართულებითაც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარს კარგად იცნობთ. რა სახის გამოწვევებია დღეს საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით და რატომ არის დაზღვევა სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუნქციონირების შემადგენელი ნაწილი? 

“შეა დერეფნის” როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ამას სტატისტიკაც ადასტირებს. თუმცა ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელია მომატებულ გამოწვევებს შესაბამისად ვუპასუხოთ. ერთ-ერთი პრობლემური მიმართულება არის სატრანსპორტო ოპერატორების ფინანსური რისკები, რომლისგანაც თავის დაცვის ერთადერთი მექანიზმი სწორედ დაზღვევაა. შუა დერეფნის როლის ზრდასთან ერთად, ბაზარზე არაერთი ახალი აქტორი გაჩნდა, რომლებსაც შესაბამისი ცნობიერება და გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, ხშირად სახეზეა არასრული დაცვა, ზოგჯერ კი საქმე გვაქვს ვადაგასულ ან არააქტიურ პოლისებთან. ეს გამოწვევები პრობლემებს უქმნის არამხოლოდ გადამზიდავ/ექსპედიტორ კომპანიებს, არამედ აფერხებს სატრანზიტო დერეფნის გამართულ ფუნქციონირებასაც. ჩვენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მუდმივად ვზრუნავთ და რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტა შევთავაზეთ უკვე ბაზარს, ცხადია, ჩვენი აქციონერის - “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” გამოცდილებაზე და ექსპერტიზაზე დაყრდნობით.

რას სთავაზობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კომპანიებს იმისთვის, რომ დაზღვევა მათთვოს უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს?

ბოლო პერიოდში განსაკთრებით გაიზარდა იმ კომპანიების და კერძო პირების რაოდენობა, რომლებიც ამ სფეროში ახლა შემოვიდნენ - ძირითადად წრვილი და მიკრო მეწარმეები არიან და მათი გამოცდილება და მიდგომები არ პასუხობს ამ ინდუსტრიის მოთხოვნებს. მათ უმეტესწილად არ აქვთ მოწესრიგებული იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაცია და გარიგებები გაუმართავად იდება. მათ შორის არის სადაზღვევო მხარეც, რაც გადაზიდვების ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დაზღვევაზე მათთვის სირთულეებთან ასოცირდება, არ აქვთ ამის ცნობიერება და უჭირთ დაზღვევის პირობების აღქმაც. ვფიქრობთ, ეს სერიოზული წინაღობაა როგორც მათი ბიზნესის განვთარებისთვის, ასევე მსხვილ ექსპდიტორი და გადამზიდავი კომპანიევიბისთს, რომლებიც მათ სერვისს მოიხმარენ. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს და ჩვენი ახალი ციფრული პლატფორმა Mycontainers.ge.ge -ც ამ მიზანს ემსახურება. პლატფორმის საშუალებით, ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, არის შესაძლებელი კონტეინერების დაზღვევის პოლისის გაფორმება.  ის ყველა საზღვაო ხაზს აერთიანებს და ფორვარდერებს მათთან დასაკავშირებლად მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება. გარდა ამისა, ერთ სივრცეში შეუძლიათ მათ:

  • სადაზღვევო პოლისის შექმნა
  • პრემიის გადახდა
  • ინვოისების გენერირება
  • რეპორტი პოლისების შესახებ
  • გაფილტვრა
  • საბეჭდი ვერსიის გენერირება
  • მონაცემების ვალიდაცია
  • ვიდეოგაკვეთილები

Mycontainers.ge.ge-ის შექმნით ჩვენ ფაქტიურად ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ დაზღვევა და შესაბამისად,  ჩვენი წვლილი შევიტანეთ მათი ფინანსური რისკებისგან დაცვაშიც.

რაც შეეხება სხვა რისკებს, როგორც წესი, თუ სუბკონტრაქტორი დაზღვეული არ არის, ზარალი არც ექსპედიტორებს უნაზღაურდებათ. ჩვენი მიდგომა აქაც განსხვავებული გვაქვს” და თუ როგორ გვესახება პრობლემების მოგვარების გზები - კონფერენციის მონაწილეები დეტალურ ანგარიშს გაეცნობიან”.

საქართველოში უკვე მრავალი წელია ევროპული ბიზნეს ასოციაცია მუშაობს. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი  ამოცანა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და  საქართველოში მოქმედი ევროპული კომპანიების ადვოკატირებაა. როგორ ხედავს ორგანიზაცია საქართველო-ევროპის თანამშრომლობის პერსპექტივას, ასოციაციის პრეზიდენტისგან, ჯონ ბრაეკევლდტისგან გავიგებთ.

ევრპული ბიზნეს ასოციაცია წლებია, დაკავებულია საქართველო-ევროპას შორის ვაჭრობასა და ინვეტიციების ხელშეწყობით.  რამდენად გაიზარდა ევროპული კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ?

ევროპული ბიზნეს ასოციაციის მისიას წარმოადგენს საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება, საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა. ასოციაციის ხედვით, შესაძლებელი გახდება საქართველოში ბიზნესისათვის ისეთივე გარემოს შექმნა, როგორიც ევროპაშია. ევროპული კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველწლიურად მატულობს. ამ ტენდენციას ახალისებს პირველ რიგში ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი, ისევე როგორც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და ევროპას შორის, ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებელი და სხვა. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგად ხდება არსებული ეკოსისტემის მაქსიმალური დაახლოება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებთან. შესაბამისად ქართულ ბაზარზე შემოსვლისას ევროპულ კომპანიებს უადვილდებათ ადგილობრივ რეგულაციებთან ადაპტაცია და ნაკლები ძალისხმევით ახერხებენ საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების მორგებას ქართველი მომხმარებლების საჭიროებებზე. იმისათვი, რომ სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება მოხდეს, მნიშნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისაკენ მიმართული რეფორმირების პროცესის გააქტიურება და ბიზნეს სექტორში მაღალი ევროპული სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერა.

თქვენ  ასევე აქტიურად ხართ ჩართული სატრანსპორტო  მიმართულებითაც.  რა შეგიძლიათ გვითხრათ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით?

გოსსელინი ბელგიური კომპანიაა და მისი ძირითადი საქმიანობაა ტვირთების გადაზიდვა საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საავტომობილო ტრანსპორტით. გოსსელინის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელობის 20 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. სატრანსპორტო დერეფნის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია გამართული, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი  ინფრასტრუქტურა, ბიუროკრატიული სამუშაოების მაქსიმალურად შემცირება და პროცესების დიგიტალიზაცია. გამარტივებული და გაციფრულებული პროცესები წაახალისებს როგორც იმპორტიორ და ექსპორტიორ, ასევე გადამზიდავ თუ სადაზღვევო კომპანიებს რათა გამოიყენონ არსებული მარშრუტი, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ეკოგეოგრაფიული პოტენციალის ათვისებას.

 „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ თანამშრომლობთ კონფერენციის ორგანიზების პროცესში. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საჯარო დისკუსიების გამართვა ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით?

აღსანიშნავია რომ, ევროპული ბიზნეს ასოციაცია როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია სრულად წევრების მიერ მართული გაერთიანებაა და ყოველი განხორციელებული აქტივობა თუ პროექტი სრულ თანხვედრაშია წევრი კომპანიების ინტერესებსა და საჭიროებებთან. ევროპული ბიზნეს ასოციაცია კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზად საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატით წარმართულ დისკუსიებს მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კომპანიების თანამონაწილეობა რათა მაქსიმალურად მოხდეს კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმარებისას, როგორც სახელმწიფო სექტორის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების ასევე პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ. „ჯიპიაი ჰოლდინგი,“ როგორც ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი კომპანია, გამოირჩევა ბაზარზე მაღალი სანდოობით, თანამედროვე ევროპული სტანდარტებითა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით. შესაბამისად მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა სწორედ „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად ვიმუშაოთ ისეთ მნიშნელოვან საკითხზე როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივა, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენს.