საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ამერიკული ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი აიკრძალა. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა გუშინწინ ამოქმედდა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილი მანქანების გაყვანა ამავე ქვეყნებში 26 სექტემბრიდან აიკრძალება. ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ გავიდა 51 011 მსუბუქი ავტომობილი, შემოსავალმა კი 990,864 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, რუსეთში გავიდა 3 786 ერთეული, 52,513 მლნ დოლარის ღირებულების, ბელარუსში კი 129 ერთეული, 2,452 მლნ დოლარის ღირებულების.
საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში შეადგენს 13 900 დოლარის, ბელარუსში კი 19 000 დოლარს.