„როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას გადავწყვეტთ, აუცილებელია მოვიძიოთ ღია ბაზები, რომელიც საქ პატენტს აქვს და მოვიძიოთ ხომ არ არის მსგავსი ან იდენტური რეგისტრაცია, რაზე მიმართვის შემდეგ ათ დღეში გიპასუხებენ. ამის შემდეგ იყება განაცხადის წარდგენის პროცედურა, შემდეგ წარმოება, რაც საქ პატენტს აქვს ელექტრონულად.“ . - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად“ ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტმა მარიამ კეპულაძემ ისაუბრა.
მისი თქმით სტანდარტული პროცედურა 420 დოლარია და ამ პროცედურის გავლის შემდეგ საკუთრების უფლებას მფლობელები ათი წლის ვადით იძენენ, რაც შეიძლება ყოველ ათ წელში გაგრძელდეს.
„მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ საკუთრების გამოყენება, მფლობელმა უნდა გასწიოს მომსახურება, აწარმოოს საქონელი სასაქონლო ნიშნით, რადგან არსებობს კანონში ჩანაწერი, რომელიც ამ ნიშანს საფრთხეს შეუქმნის.
სტანდარტულის შემთხვევაში წარმოება 10-11 თვე გრძელდება და დაახლოებით 10 თვეში სასაქონლო ნიშნანი რეგისტრირდება.რაც შეეხება დაჩქარებული წარმოებას ის 10 სამუშაო დღეში სრულდება, რაც საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.“ - აღნიშნა მარიამ კეპულაძემ.
კეპულაძის თქმით არსებობს საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები, რასაც უფრო ფართო დაცვა აქვს და მისი გამოყენება მარტივი არ არის, მაგალითად კოკა-კოლა.“ - აღნიშნა მარიამ კეპულაძემ.
კეპულაძემ ასევე განმარტა, რომ ტერიტორიული ერთეულები, ცნობილი პიროვნების სახელები, ისეთი სახელები რომლებსაც მემკვიდრეები აღარ ჰყავთ მაგრამ წარმოადგენენ კულტურის საკუთრებას, აუცილებელია, რომ მის გამოყენებაზე არსებობდეს სამინისტრო თანხმობა და ამის შემდეგ ნიშანი შედის დაუცველი ნაწილის სახით და და მის გამოყენებაზე პირს ექსკლუზივი ვერ მიენიჭება, რადგან ის კულტურის საკუთრებაა.