მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქრო 4 062 დოლარი ღირს, რაც წინა სავაჭრო დღესთან შედარებით 0.70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ზრდა დაფიქსირდა ვერცხლის ფასზეც. ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლის ღირებულება 58 დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 2.15%-ით მეტია.

საქართველოში 999 სინჯის ოქროს 1 გრამის ფასი 349 ლარს შეადგენს. 750 სინჯის ოქრო 262 ლარი ღირს, ხოლო 585 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 204 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის 1 გრამი 4.98 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ვერცხლის ფასი 4.35 ლარს შეადგენს.