ნიდერლანდების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მეხანძრეები ტყის ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ, რომელმაც უკვე 100 ჰექტარი მოიცვა.
ხანძარი ლიმბურგის პროვინციის ნაკრძალში, გერმანიის საზღვართან ახლოს გაჩნდა.
რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ქარმა მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც ცეცხლის გავრცელება დააჩქარა.
ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა.
ხანძართან ახლო მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გვალვის გამო ცეცხლი ნაკრძალებში სწრაფად ვრცელდება.