"ქუთაისი ენერჯი-ჯგუფმა", რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი "ენერგეტიკის განვითარების ფონდის" 10% და შპს "ვინდ ენერჯი გრუპის" 90% დაფუძნებულია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თერჯოლაში, 44-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის სკოპინგის ანგარიში წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 7 ერთეული ქარის ტურბინის მოწყობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების, გოდოგანის, ჭოგნარის და ბროლიქედის მიმდებარედ.
პროექტით გათვალისწინებულია Goldwind GW171-ის მოდელის 7 ერთეული ქარის ტურბინა-გენერატორის დადგმა და ტურბინების ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობა.
აღნიშნული ტურბინების კოშკის სიმაღლე 120 მეტრს, როტორის დიამეტრი კი 171 მეტრს შეადგენს. თითოეული ტურბინის დადგმული სიმძლავრე 6.25 მეგავატ საათია. სადგური მუშაობას იწყებს მაშინ როდესაც ქარის სიჩქარე აღემატება 2.5 კმ.სთ-ს და ჩერდება 24 კმ.სთ ქარის დაფიქსირებისას.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის ძირითადი მესაკუთრის - "ვინდ ენერჯი გრუპის" 95% ეკუთვნის IG Group-ის დამფუძნებელს ბიზნესმენ მინდია საბანაძეს.