რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე პურის 5 საწარმო. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ტოპ 5 პურის საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს ინთერნეშენალ ბეიკერ ჰაუს
  • შპს იფქლი დიღომი
  • შპს ლიგა +
  • შპს იფქლი
  • შპს ლიტვური საცხობი +

2022 წელს შპს ინთერნეშენალ ბეიკერ ჰაუსმა ხუთეულში  შპს იფქლი 1
ჩაანაცვლა, 2021 წელს ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

  • შპს იფქლი დიღომი
  • შპს ლიგა +
  • შპს იფქლი 1
  • შპს იფქლი
  • შპს ლიტვური საცხობი +   

შპს იფქლი 1 შპს იფქლი დიღომიდან გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა 2012 წელს.  მეწარმეთა რეესტრში 2022 წლის  სექტემბერში დაფიქსირებული ბოლო განახლების თანახმად კომპანიის 34%-ს დავით ვასაძე ფლობს, 33% საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე რევაზ იოსებაშვილი, 33% კი ასევე საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე ნისან იოსებაშვილი. კომპანიის დირექტორი  თამარ მაჭავარიანია.

რაც შეეხება შპს ინთერნეშენალ ბეიკერ ჰაუსს, რომელმაც 2022 წელს შპს იფქლი 1-ის ადგილი დაიკავა, მისი 55%-ის მფლობელი თემურ ჭყონიაა, 45%-ს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორიცაა. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდს“ რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიხსნა. „ბრედფილდი“ პურით ამარაგებს საქართველოში მაკდონალდსის ქსელის რესტორნებს და მისი პროდუქცია საცალო მარკეტებშიც იყიდება.