,,ოლ-პი ჯგუფი“ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა. ღონისძიებაზე კომპანია სერვისებისა და პროდუქტების განახლებული პროფილით წარდგება.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ გააფართოვა მომსახურების სფერო და არეალი. ,,ოლ-პი ჯგუფი“ წლების განმავლობაში ოპერირებდა იატაკის ტექნოლოგიების განხრით, ახლა კი დამკვეთებს ვიწრო სპეციალიზებულ არაერთ სამშენებლო მიმართულებას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ 15-წლიანი გამოცდილებით, კომპანიამ საკუთარი სერვისი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანა“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე. მისი თქმით, უზბეკეთში კომპანია წარმატებით ახორციელებს პროექტებს სარემონტო სამუშაოების, კერძო სახლების მშენებლობის, იატაკის ტექნოლოგიებისა თუ ჰიდროიზოლაციის სისტემების მიმართულებით.
,,გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიმუშები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს უზბეკეთის ბაზარზე. ასევე, ,,ოლ-პი ჯგუფის“ სტენდთან გაეცნობით პროდუქტებს, რომლებსაც დამთვალიერებლებს საერთაშორისო კომპანიებთან ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში შევთავაზებთ“, - აანონსებს ნიკოლოზ მაჩალაძე. კომპანიის დირექტორი ახალ პროდუქტებს შორის MMA-ის გამოარჩევს. მისი განმარტებით, პოლიმერული მასალა შრობის განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა, რაც პროექტების განხორციელების ვადებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
Caucasus Build-ი 28-30 აპრილს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“, გაიმართება. გამოფენის ვიზიტორებს ,,ოლ-პი ჯგუფის“ სტენდის მონახულება მე-11 პავილიონში შეეძლებათ.