ქართულმა ჭადრაკის ბრენდმა „ნიანგი გამბი“ („Chess Gambi“) წარმატებით დაასრულა თითქმის ერთწლიანი სამართლებრივი პროცესი, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში („საქპატენტი“) მიმდინარეობდა.

დავის მხარეს ფრანგული მოდის გიგანტი Lacoste წარმოადგენდა, რომელიც „ნიანგი გამბის“ ლოგოს გამოყენების აკრძალვას ითხოვდა, თუმცა მარეგულირებელმა ორგანომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შედეგად, ქართულმა ბრენდმა შეინარჩუნა საკუთარი ვიზუალური იდენტობა და ლოგო, რაც მნიშვნელოვანი პრეტენდენტია ადგილობრივი სტარტაპებისა და ბრენდების დაცვის მიმართულებით.