სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, ამდიდრებს და ძალიან უსაფრთხოს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახლახან ეწვია სომხეთს, სადაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების წინსვლას შეუწყო ხელი. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს“, რომელიც სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის და ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ შეერთებულ შტატებამდე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

ამ მიზეზების გამო ნიკოლს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისს არჩევნებზე. ნიკოლის დახმარებით ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უპრეცედენტო სიმაღლეებამდე ავიყვანთ.

„გავხადოთ (სომხეთი) კვლავ დიადი“, – წერს დონალდ ტრამპი.

1tv.ge