გაერომ გამოაცხადა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა.

მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სიღარიბის შემცირებისა და განვითარების გლობალური ფორუმის მონაწილეებისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ცხოვრობენ როგორც სოფლის თემებში, ასევე გადატვირთულ ურბანულ ღარიბულ უბნებში. მათ მდგომარეობას ამძიმებს კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება, მზარდი უთანასწორობა და მაღალი ვალები.

გუტერეშმა მოუწოდა მთავრობებს შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, განავითარონ განათლება, ჯანდაცვა, სოფლის ტერიტორიები და უნივერსალური სოციალური დაცვა. მან ასევე ხაზი გაუსვა უსამართლო გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირების აუცილებლობას.