„მიმდინარე წლის 27 მაისს, გამთენიისას, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ვიზიტორთა გადასაადგილებელ ტერიტორიაზე (ე.წ. საიდუმლო გვირაბთან), ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა“ - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება. სპეციალისტები უკვე ადგილზე მუშაობენ, რათა შეაფასონ არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები. გთხოვთ, ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილოთ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.