თანხების ეფექტიანად განკარგვას, ფინანსურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თანამედროვე ადამიანები სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ. პოპულარული ხდება დაზოგვის კულტურა და ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციებიც. პროფესიონალების პირველი რჩევა ასეთია: შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, ყოველთვიურად მინიმუმ 5% მაინც დაზოგეთ და ეს გონივრული ჩვევა ცხოვრების ნაწილად აქციეთ. ამგვარად  ფინანსურ მიზნებს ბევრად მარტივად მიაღწევთ.

რა თქმა უნდა, სპეციალისტები, რეკომენდაციებთან ერთად, დაგროვებისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებსაც გვიზიარებენ. მათ შორისაა ანაბარიც  — საბანკო პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური, ეფექტიანი და სანდო შესაძლებლობაა, რათა ადამიანმა გადანახული თანხისგან გარკვეული სტაბილური შემოსავალი მიიღოს და სულ ჰქონდეს იმედი, რომ მისი დანაზოგი უსაფრთხოდ შეინახება.

რა არის ზრდადი ანაბარი

ზოგადად ანაბარი წარმოადგენს ბანკში გარკვეული დროით განთავსებულ თანხას, რომელსაც პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი ერიცხება. სარგებელი და პირობები განსხვავებულია პროდუქტის მიხედვით: ყველა დეტალი წინასწარ განისაზღვრება ხელშეკრულებით,

არსებობს ვადიანი, ზრდადი და შემნახველი ანუ მოთხოვნამდე ანაბრები, თუმცა თანხის მოქნილად დაგროვებისთვის ოპტიმალური და მომგებიანი არჩევანი ზრდადი ანაბარია. ეს პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაგროვება მინიმალური თანხით დაიწყოს, შემდეგ კი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თუნდაც მცირე შენატანები პერიოდულად დაამატოს და დანაზოგი მარტივად გაზარდოს.

ამ სპეციფიკის გამო, ზრდადი ანაბარი ხშირად ბევრი ადამიანისთვისაა დაგროვების სტიმული და ის ეფექტიანი სტარტია, რომელიც დროთა განმავლობაში დაზოგვის კულტურას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევს.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა მიკრობანკი „კრისტალის“ ზრდადი ანაბარი

„კრისტალში“ ზრდადი ანაბრის გახსნა უფასოდ, ლარში, აშშ დოლარსა და ევროშია შესაძლებელი. მისი მინიმალური თანხა 10 ერთეულია შესაბამის ვალუტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის დაგროვების დაწყება, მაგალითად, 10 ლარით, 10 აშშ დოლარით ან 10 ევროთია შესაძლებელი. მერე კი, ანაბრის მოქმედების პერიოდში, მომხმარებელს საშუალება აქვს, სასურველი თანხა ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერ დროს დაამატოს და დანაზოგის გაზრდაზე მუდმივად იზრუნოს.

„კრისტალის“ ზრდადი ანაბარი გამორჩეულია ფიქსირებული მაღალი საპროცენტო განაკვეთითაც, რომელიც ბაზარზე არსებულ სარგებელს მინიმუმ 1,5%-ით აღემატება და ვადის ბოლომდე უცვლელი რჩება.  ამას გარდა, ლარში ეფექტური 11,35%-მდეა,  დოლარში — 4,40%-მდე, ევროში კი — 3.25%-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი დამატებითი თანხის შეტანის შემდეგ ეს სარგებელი უკვე გაზრდილ ძირითად თანხას ერიცხება. ანაბრის ძირისა და დარიცხული სარგებლის გატანა მომხმარებელს უფასოდ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის ბოლოს შეუძლია.

ზრდადი ანაბრის მაქსიმალური თანხა 50 000 ლარს ან აშშ დოლარში ან ევროში მის ეკვივალენტს შეადგენს. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, ზედა ზღვარი იმ ოფიციალური კურსით ითვლება, რომელიც ანაბრის გახსნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იქნება დადგენილი. აშშ დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბარზეც თანხის დამატება მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობითაა შესაძლებელი.

„კრისტალში“ ზრდადი ანაბრის გახსნა მინიმუმ 3 თვით და მაქსიმუმ 24 თვითაა შესაძლებელი. პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა მიკრობანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართოს. ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ციფრული არხების განვითარებაზე, რათა ზრდადი ანაბრის გახსნა დისტანციურადაც იყოს შესაძლებელი. ანაბრის დეტალური პირობები ხელმისაწვდომია  ბმულზე >>>

ზოგადად, ანაბრით სარგებლობამდე ყურადღება უნდა მიექცეს ბანკის რეპუტაციას,  სტაბილურობასა და გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“, რომელიც საქართველოს საფინანსო ბაზრის წამყვანი და დინამიკურად მზარდი კომპანიაა, საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, აქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული კულტურა და მომხმარებლებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი. ამას გარდა, 2025 წლიდან, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, „კრისტალი“ ჩართულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტარის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა — მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.