Reuters-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიში მიიტანა აშშ-ის ავიაბაზაზე, ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა.
მედიის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 3.72%-ით მოიმატა და ბარელზე 97.8 დოლარს მიაღწია.
3.73%-ით გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც და ერთ ბარელზე დაახლოებით 91.99 დოლარი შეადგინა.