მთავრობამ „ანაგი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. სანაცვლოდ, სამშენებლო კომპანიამ ბიუჯეტში 260 870 ლარი უნდა გადაიხადოს.

12 აგვისტოს 1320-ე მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვით გათავისუფლდება და „ანაგი“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 200 000 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას შეძლებს. დოკუმენტში არ ზუსტდება, კონკრეტულად რომელი პროექტის შესრულებისთვის მიეცა კომპანიას ამ ლოკაციაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება. წერია მხოლოდ ის, რომ მოპოვებულ რესურსი კომპანიამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად უნდა გამოიყენოს.