ვროკავშირში ყველაზე დიდი საცობების მქონე ქალაქი დუბლინია. ირლანდიის დედაქალაქმა, ასევე, მეორე ადგილი დაიკავა მოძრაობის სიჩქარის ანტირეიტინგში ევროპასა და მთელ მსოფლიოში, რითიც მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება.

რეიტინგი კომპანია TomTom-მა შეადგინა, რომელიც ნავიგატორებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. კვლევა ხუთ კონტინენტზე 55 ქვეყნის 387 ქალაქს მოიცავს.

დუბლინში 10 კილომეტრის გავლას 29 წუთი და 30 წამი სჭირდება, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 1 წუთით მეტია.

TomTom-ის ექსპერტებმა, ასევე, დუბლინელი მძღოლებისთვის 2023 წლის ყველაზე ცუდი დღე გამოთვალეს. ეს 19 ოქტომბერი იყო, როცა 10-კილომეტრიან მგზავრობას 36 წუთი და 10 წამი დასჭირდა.

ტრანსპორტით გადატვირთული მსოფლიო ქალაქების ტოპ 10-ეული ასეთია: (დრო, რომელიც 10 კილომეტრის გავლას სჭირდება)

  • ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) - 37 წუთი და 20 წამი
  • დუბლინი (ირლანდია) - 29 წუთი და 30 წამი
  • ტორონტო (კანადა) - 29 წუთი
  • მილანი (იტალია) - 28 წუთი და 50 წამი
  • ლიმა (პერუ) - 28 წუთი და 30 წამი
  • ბანგალორი (ინდოეთი) - 28 წუთი და 10 წამი
  • პუნე (ინდოეთი) - 27 წუთი და 50 წამი
  • ბუქარესტი (რუმინეთი)- 27 წუთი და 40 წამი
  • მანილა (ფილიპინები) - 27 წუთი და 20 წამი
  • ბრიუსელი (ბელგია) - 27 წუთი

ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად გადატვირთული ქალაქი იტალიის ტარანტოა, სადაც 10 კილომეტრის გავლა 10 წუთსა და 20 წამში არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ TomTom-ის რეიტინგში არ მოხვდა თბილისი. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულმა“ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ „თბილისში მცხოვრები ადამიანები თვეში მინიმუმ 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს საცობში ატარებენ“.

bpn.ge