იანვარში მშენებლობა წლიურად გაძვირდა, დეკემბერთან შედარებით კი გაიაფდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის იანვრის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით. მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5%-ით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 17.7%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით.