თბილისში „ორბი ჯგუფის“ ოფისთან გასულ კვირაში საპროტესტო აქცია გაიმართა. დაახლოებით 2400 მოქალაქე აცხადებდა, რომ სამშენებლო კომპანიას საცხოვრებლის სრული ღირებულება გადაუხადა, თუმცა ბინები მათ სახელზე დღემდე არ არის გადაფორმებული.

საუბარია ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსზე, რომლის დასრულებაც თავდაპირველად 2024 წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ვადები რამდენჯერმე გადაიწია.

მოქალაქეები კომპანიისგან ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

„პირველები“ დაუკავშირდა „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელობას — კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულება ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდიან. მათი თქმით, მიმდინარე პროცესებზე მობინადრეები ინფორმირებულნი იყვნენ.

ვრცლად tvpirveli.ge – ზე