"გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ადუაშვილის თქმით, დღიური მომხმარებლების რაოდენობამ ბოლო თვეებში 15 000-დან 13 000-მდე იკლო. მისი თქმით, 10%-იანი კლებაა ტურისტების ვიზიტების ჭრილშიც:

“მიმდინარე პერიოდში მომხმარებლების ტრაფიკი სხვა პერიოდებთან შედარებით დაბალია. თუმცა ეს რიცხვი არ არის რადიკალურად შემცირებული. სტანდარტულად თუ მომხმარებლების ტრაფიკის რიცხვი უტოლდებოდა 15 000-ს, ახლა ეს რიცხვი არის დღიურად 13 000, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ რადიკალური შემცირება არ არის. ზოგადად ამ პერიოდში მოლოდინი არის, რომ დაბალი იქნება მომხმარებლისგან აქტივობა.”

იმის გათვალისწინებით, რომ "გალერია თბილისის" ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი უცხოელი ვიზიტორები არიან, წელს შეიმჩნევა ამ კუთხით დაბალი მაჩვენებლები, როგორც ტრაფიკის ისე გაყიდვების მიმართულებით და ამას ადასტურებენ სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა ბრენდების წარმომადგენლები. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვლება, რადგან ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით 10%-ით არის ეს მაჩვენებელი შემცირებული", - ამბობს "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ადუაშვილი.

ვრცლად bm.ge