სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ დასაშლელად საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დაშლის ღონისძიების შემდეგ, მომიტინგეები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.
სპეცრაზმი დგას რუსთაველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზეც. ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები.
დემონსტრანტთა ძირითადმა ნაწილი კი ამ დროისთვის, სასტუმრო „ბილტმორის“ მიმდებარედ დგას. პერიოდულად აქციის მონაწილეები წინ მიიწევენ, პროტესტის თავდაპირველი ადგილისკენ, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმი ამის საშუალებას არ აძლევს.
საპოლიციო ძალები ამ დრომდე, პერიოდულად იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ ე.წ. გაზის კაფსულებს.