ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ [ბალტიის ქვეყნების მსგავსად] დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სანქციათა რეჟიმის ფარგლებში. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით". - თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.