Flashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა. 2025
წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო,
შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული, ტაილანდი, ფილიპინები, კოსტა-
რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალაა.


Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო
მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა. პლატფორმაზე 40-ზე
მეტი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტურების დაჯავშნა. პლატფორმაზე
თითოეული ქვეყნის საინტერესო ტურისტული ადგილების, ტურისტული
აქტივობების, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.