ზაფხულისთვის მზადება გრძელი რიტუალია, რომელიც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შვებულების დღეების შეთანხმებითა და ადგილის შერჩევით იწყება და საზაფხულო შოპინგით გვირგვინდება.

ბევრი ნივთების ადგილზე თვალიერებას და ყიდვას არჩევს, რასაც დღეები მიაქვს, ბევრისთვის კი მოლებში სიარული, ბოლო რამდენიმე წელია, ონლაინ-შოპინგმა ჩაანაცვლა, რადგან ის ზოგავს დროს, ენერგიას და იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იშოპინგო და ყველაზე სასურველი ნივთიც კი შეიძინო. გარდა ამისა, ხშირად ერთ პლატფორმაზეა შესაძლებელი როგორც ტანსაცმლის, აქსესუარებისა და პარფიუმერიის, ასევე ავეჯისა და ტექნიკის შეძენა, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის.

საზღვაო სეზონი მალე აქტიურ ფაზაში შევა და ახლა განსაკუთრებული აქტუალური საზღვაო ფეხსაცმელი, სამოსი, აქსესუარები და კანის დამცავი კრემებია. მთელი წლის განმავლობაში დახურულ სივრცეში, სახლებსა და ოფისებში ჯდომის შემდეგ, ზაფხული საუკეთესო დროა მზის ენერგიის მისაღებად და D ვიტამინის მარაგის აღსადგენად. ამიტომ, საზაფხულოდ სათანადოდ აღიჭურვეთ, მოიძიეთ, მოიზღვავეთ საჭირო ნივთები.

be.ge-ს ონლაინ მაღაზიაში იოლად იპოვით თქვენს ფინანსებსა და გემოვნებაზე მორგებულ შეზლონგებს, სათვალეებს, საზაფხულო ქუდებსა და სხვა საზაფხულო აქსესუარებს. თუ საკუთარი აგარაკი გაქვთ, be.ge-ზე კომფორტულ და მოსახერხებელ საზაფხულო ავეჯსა და სეზონურ საქანელებსაც ნახავთ.

თუმცა, მზის აბაზანების მიღებისას ზომიერების დაცვაა აუცილებელი, რადგან თქვენი ჯანმრთელობისთვის D ვიტამინის დეფიციტზე არანაკლებ საზიანო, განსაკუთრებით შუადღისას, ხანგრძლივად მზეზე ყოფნაა. ამიტომ, თქვენს აფთიაქსა და კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებლად იქონიეთ მზისგან დამცავი კრემები. გახსოვდეთ, მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვები და ჩვილები არიან.