საქართველოს ჯანდაცვის სექტორი არსებული მონაწილეების რაოდენობისა და მათი შესაბამისი ბაზრის წილის მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია და შესაბამისად, კონკურენცია მაღალია. საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვა  გამოაქვეყნა.

მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის მონაცემებით ჰოსპიტლების და კლინიკების შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:

„ევექსი“ -  14.9%,

„ავერსი“ -  5.2%,

„ჯეო ჰოსპიტალი“ - 4.3%,

„ნიუ ჰოსპიტალი“ - 3.6%,

„ვივო მედიქალ გრუპი“ - 3.5%,

„თოდუას კლინიკა“ - 3.3%,

„ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ - 3.2%.

არსებული კლინიკების ჯამური წილი 38%-ს შეადგენს.

„საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ფინანსური მდგომარეობა დადებითია: საავადმყოფოების მთლიანი შემოსავალი გაიზარდა 2018 წლის 1.2 მილიარდი ლარიდან 2021 წელს 1.8 მილიარდ ლარამდე.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლინიკების შემოსავლებსა და ხარჯებზე და მოგების მარჟა 3%-მდე შემცირდა, თუმცა, 2021 წელს პანდემიის მართვის დაფინანსების ზრდასთან ერთად  ჯანდაცვის სექტორში EBITDA მარჟა 25%-მდე, ხოლო მოგების მარჟა  17%-მდე გაიზარდა.

2021 წელს შერჩეული კლინიკების EBITDA მაჩვენებელმა 458 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს (235.6 მლნ ლარი) თითქმის ორჯერ აღემატება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.