დღევანდელ სამყაროში მებაღეობა მეტია ვიდრე უბრალოდ მცენარის დარგვა და მორწყვა. კარგად მოვლილი ბაღი ინოვაციურ მიდგომებსა და მაღალი ხარისხის აღჭურვილობას მოითხოვს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესის ეფექტურობასა და ეკონომიურობას. Kärcher სთავაზობს მომხმარებელს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ბაღის მოვლის ყველა ასპექტისთვის.

კერხერი არსებობის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში გერმანული ინჟინერიის მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის სინონიმი გახდა. გამონაკლისი არც ბაღის ტექნიკაა - აპარატები გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და ინოვაციური ფუნქციებით. გაზონის საკრეჭები აღჭურვილია სიმაღლის დარეგულირების ფუნქციით - შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ თქვენი გაზონის შესაფერისი ჭრის სიმაღლესა სასურველი ბალახის საფარის სიმაღლის მიხედვით. უკაბელო მოდელების ბატარეის მუშაობის დრო 60 წუთამდეა - ეს საკმარისია ერთ დატენაზე 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობის დასამუშავებლად.

კერხერის ბალახის სათიბები გამოირჩევა ერგონომიული დიზაინითა და დაბალი ვიბრაციით. აპარატები აღჭურვილია ორმაგი უსაფრთხოების სისტემით და Anti-Tangle ტექნოლოგიით, რაც გამორიცხავს ბალახის გახლართვას და უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას - აღარაა საჭირო რამდენიმე წუთში ერთხელ შემოწმდეს სათიბის დანები. აპარატებს ასევე აქვთ მულჩირების ფუნქცია, რაც საშუალებას იძლევა პირდაპირ თიბვის პროცესში ბალახი ბუნებრივ სასუქად გარდაიქმნას.

ბარში ხეებისა და ბუჩქების მოსავლელად კერხერს აქვს უახლესი ჭკვიანი ტექნოლოგიით აღჭურვილი ელექტრო ხერხები, რომლებიც სტანდარტულზე უფრო გამძლე და საიმედოა. ოპტიმალური ზომის, მაღალი ბრუნვის სიჩქარისა და სიმძლავრის აპარატი მარტივად უმკლავდება ნებისმიერ ხეს და, უჯაგრისო ძრავის გამოისობით, აქვს მაღალი სამუშაო რესურსი - მუშაობს მეტს და უფრო ეფექტურად. ამასთან, მისი გამოყენება გაცილებით უფრო უსაფრთხოა - კერხერის ელექტრო ხერხი აღჭურვილია უსაფრთხოების ჩამკეტით, რომელიც ხელს უშლის აპარატის შემთხვევით ჩართვას და უკუცემის დაფიქსირებისას ავტომატურად წყვეტს მუშაობას.

ბაღის მოვლის გამარტივებისთვის ასევე შეუცვლელი ინსტრუმენტია ფოთლების მტვერსასრუტი, რომელიც აერთიანებს გაფანტვისა და შეგროვების ფუნქციებს. აპარატს აქვს ორსაფეხურიანი სიმძლავრის კონტროლი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს კონკრეტული პროცესის პრიორიტეტი - მაქსიმალური სიმძლავრე მეტი ეფექტურობისთვის თუ მაქსიმალური გამძლეობა ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მოწყობილობა აღჭურვილია ფილტრით, რომელიც ამცირებს მტვრის გაფრქვევას და იცავს ოპერატორის ჯანმრთელობას.

ბაღის მორწყვის გასამარტივებლად კი კერხერი მომხმარებლებს გამძლე და ჭკვიან წყლის ტუმბოებს სთავაზობს. სისტემა ქმნის სტაბილურ ჭავლს და ავტომატურად ირთვება წყლის მოხმარების დაწყებისა და დასრულებისას. ამასთან პომპებში ჩაშენებულია კონტროლისა და ინდიკაციის ფუნქციები - თუ სატუმბის შეერთებისას ან გამოყენებისას დაფიქსირდა რაიმე შეცდომა, სისტემა მომენტალურად ატყობინებს ამის შესახებ პატრონს.

დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ ხელმისაწვდომია კერხერის ონლაინ მაღაზიაში. ჩვენი კონსულტანტები კი ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ თქვენს საჭიროებებზე მორგებული აპარატის შერჩევაში.