(დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2024 წ. ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდა)

  • ჯიპიაი ჰოლდინგს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 18,5% უჭირავს.
  • ავტოდაზღვევის მიმართულებით კომპანიის მიერ მოზიდული პრემია 40%-ით გაიზარდა.

28 აპრილი. თბილისი. უკვე მეშვიდე წელია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზარზე პირველობას ინარჩუნებს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხევითაც “ჯიპიაის” სადაზღვევო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი წილი - 18,5 % უჭირავს. კომპანია ლიდერია მოზიდული პრემიის მიხედვით - “ჯიპიაიმ” ჯამში 216,000,000 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“  სადაზღვევო ბაზარზე ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებლებითაც გამოირჩევა. კომპანიის SOLVENCY Ratio – ანუ გადახდისუნარიანობა  247% -ა.(დადგენილზე 100% 2,5-ჯერ მეტი) საზედამხედველო კაპიტალი კი 33,5 მილიონი ლარია.

კომპანიაში ამბობენ, რომ 2024  მათთვის განსაკუთრებით წარმატებული წელი იყო, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: 2024 წელი ზოგადად სადაზღვევო ბაზრისთვის, მისი ზრდისა და განვითარების კუთხით კარგი წელი იყო. ბაზართან ერთად ეს წელი 

გამორჩეულად წარმატებულად დაასრულა ჩვენმა კომპანიამ. კვლავ ბაზრის ლიდერები ვართ და  „ჯიპიაის“ ისტორიაში  პირველად მოზიდულმა პრემიამ 200 მილიონს გადააჭარბა - ეს ასევე რეკორდია ცალკეული კომპანიის მოზიდვაში. ეს ციფრი პირველ რიგში მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ძალისხმევით დამატებით ათიათასობით მოქალაქეს გაუჩნდა საკუთარი ჯანრმთელობის, ქონების ან პასუხისმგებლობის რისკების ფინანსური დაცვის მექანიზმი და ამით ძალიან ვამაყობთ.

ბოლო რამდენიმე წელია, ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად ,  ჩვენთვის პრიორიტეტული არასიცოცხლის დაზღვევის  მიმართულება, განსაკუთრებით კი ავტომობილების დაზღვევა იყო. ამ კუთხით ბევრი სიახლე შემოვიტანეთ ბაზარზე: ჩვენი ავტოდაზღვევა ახლა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფინანსური მექანიზმი ზარალის შემთხვევაში - არამედ ჩვენს მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის მოვლის სრულ სერვისს ჩვენი ახალი შვილობილი ბრენდის VOOVLY-s საშუალებით, რაც უდიდესი კომფორტია დაზღვეულებისთვის. ჩვენი დაზღვევით არა მხოლოდ ზარალს ინაზღაურებს, არამედ ჩვეულებრივ შემთხვევებშიც იყენებ - ნებისმიერ პრობლემას VOOVLY-ს ავტოექსპერტები აგვარებენ. შეთავაზებას დავამატეთ ასევე ახალი, ბიუჯეტური პროდუქტი (AUTO FIX ) და უამრავი სხვა სიახლე და გაუმჯობესება, რამაც ავტომფლობელების დაინტერესება გაზარდა.

ზრდა გვქონდა ქონების და ტვირთების დაზღვევის ბაზარზეც. გასულ წელს , მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ დარეგულირდა დაზღვევის სერვისების მოხმარების მაჩვენებლებიც, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ არაბუნებრივად იყო გაზრდილი, რამაც დადებითად იმოქმედა ზარალიანობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საცალო ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი, სადაც 56%-ანი წილი გვიჭირავს.

მნიშვნელოვანი წელი იყო ონლაინ სერვისების განვითარების მხრივაც, სრულად განვაახლეთ მობილური აპლიკაცია და დაზღვეულების ინტერესებსა და საჭიროებებს მოვარგეთ, გაგრძელდა პროცესების ავტომატიზაცია, რომ დაზღვევით სარგებლობა კიდევ უფრო სწრაფი და ზუსტი გახდეს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი პრიორიტეტი დარჩება 2025 წელსაც და ამ მხრივ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ბაზარს.“

2024 წელს, ჯიპიაის მიერ დაზღვეულებისთვის ანაზღაურებული ზარალი 122 მილიონი ლარია. საშუალოდ, კომპანია ერთ  სამუშაო დღეში  ავტოდაზღვევაში  80 ათას ლარზე მეტს, ჯანმრთელობაში კი  330 ათას ლარზე მეტს ანაზღაურებს.

“ ჯიპიაისთვის” კვლავ პრიორიტეტია რჩება მომხმარებლების კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება, რაც შიდა კვლევებით 98%-ს უტოლდება. კომპანია მუდმივად ზრუნავს დაზღვევის სერვისების გამრავალფეროვნებასა და გამარტივებაზე. 2024 წელს სრულად განახლდა დაზღვევის მობილური აპლიკაცია MyGPI - დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, გახდა უფრო სწრაფი და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული. დღეს „ჯიპიაი“-ს მომხმარებლების 95% ციფრული სერვისებით სარგებლობს.

***  

საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური  სადაზღვევო ბაზრის მონაცემებს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2024 წელს ჯამურად,19 სადაზღვევო კომპანიის მიერ  მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 1 259 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლებს 20%-ით აღემატება. წმინდა მოგება 74 მილიონი ლარიდან 127 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი 41%  კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 24 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ჯგუფს 200 წლიანი ისტორია აქვს. ის  ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.