Snapchat აპლიკაციის მფლობელი American Snap Inc. დაახლოებით 1000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს, რაც თავის სამუშაო ძალას დაახლოებით 16%-ით შეამცირებს, – ამის შესახებ Bloomberg კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ევან შპიგელის მიერ კომპანიის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს.
კომპანია ასევე გეგმავს დაახლოებით 300 ღია ვაკანსიის მოხსნას.
Spiegel-ის შეფასებით, პერსონალის შემცირება და ახალი თანამშრომლების უფრო თავშეკავებული დაქირავება Snap-ს საშუალებას მისცემს, წელიწადში 500 მილიონ დოლარზე მეტით შეამციროს ხარჯები.