საავტომობილო კონცერნმა Stellantis NV-მ პირველ კვარტალში მიწოდებები 12%-ით გაზარდა, ზრდა ყველა რეგიონში დაფიქსირდა.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, იანვარ-მარტში 1.361 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1.217 მილიონს შეადგენდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 17%-ით (379 ათას ავტომობილამდე) გაიზარდა, ევროპაში 12%-ით (637 ათასამდე), ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში 11%-ით (111 ათასამდე), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 15%-ით (15 ათასამდე) და სამხრეთ ამერიკაში 4%-ით (219 ათასამდე).

ვრცლად interfax - ზე