„ჩვენს დამკვეთებს უმეტესად, ქართველი დეველოპერები წარმოადგენენ, მაგრამ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დაპროექტებას ძირითადად ემიგრანტები ითხოვენ“, - ამის შესახებ არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია ყოველწლიურად ვითარდება და საქართველოში წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან, როგორიცაა M2, თეთრი კვადრატი, არქი ჰოტელსი, ამასთან სასტუმროების პროექტირებაში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ოპერატორებთან, რომელთაც საქართველოში მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ბრენდები შემოჰყავთ.
ამავე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში კომპანიას დეველოპერული პროექტების მხრივ მნიშვნელოვანი ჩავარდნა ჰქონდა, რა დროსაც ფიზიკურ პირების მხრიდან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტირების დაკვეთები გაიზარდა.