IKEA თავის ცნობილ ფრიკადელებს ახალ ფორმატში გამოუშვებს — ამჯერად, ლოლიპოპის მსგავს ჩხირზე მოთავსებული ტკბილეულის სახით.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი შვედური სტილის ხორცის ბურთულებით არის შთაგონებული, თუმცა კლასიკური კერძისგან განსხვავებით, ეს იქნება დესერტი/ტკბილეული. IKEA ცდილობს, თავისი ყველაზე ცნობილი კულინარიული სიმბოლო კიდევ უფრო პოპულარულ და განსხვავებულ ფორმატში წარადგინოს.

ახალი „ფრიკადელა-ლოლიპოპები“ პირველად სპეციალურ ღონისძიებებსა და შერჩეულ მაღაზიებში გამოჩნდება. კომპანია აღნიშნავს, რომ იდეა შეიქმნა მომხმარებლებისთვის უფრო სახალისო და ემოციური გამოცდილების შესაქმნელად.

ცნობისთვის, Swedish meatballs — ანუ „ფრიკადელი“ არის პატარა ხორცის ბურთულა, რომელიც ძირითადად მზადდება ფარშისგან (საქონლის, ღორის ან შერეული ხორცი), სანელებლებითა და ზოგჯერ პურით ან კვერცხით.

ის განსაკუთრებით პოპულარულია შვედურ და ევროპულ სამზარეულოში. ხშირად იწვება ან იშუშება სოუსთან ერთად და მიირთმევა კარტოფილთან, პიურესთან ან ჯემთანაც კი (მაგალითად, მოცვის ჯემი შვედურ ვერსიაში).

IKEA-ს შემთხვევაში სწორედ ეს შვედური „meatballs“ არის მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი.