ბოლო წლებში სატრანზიტო ნაკადების და ადგილობრივი მოთხოვნის გაზრდის გამო, მოთხოვნა საწყობებსა და ლოგისტიკასთან დაკავშირებულ სერვისებზე გაიზარდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, სასაწყობო ობიექტების სავარაუდო მთლიანი გასაქირავებელი ფართობი  დაახლოებით 2.2 მილიონი კვადრატული მეტრია. 

იჯარით გაცემულ საწყობებს შორის 68% თბილისშია კონცენტრირებული, შემდეგ მოდის ქუთაისი (17%), ბათუმი (5%) და ფოთი (5%). თბილისის საწყობების GLA შეადგენს 393,369 კვადრატულ მეტრს, ძირითადად კონცენტრირებულია სამგორში (45%), ნაძალადევში (23%) და ისანში (11%).

თბილისში საშუალო ქირა  $3-დან $5-მდე  მერყეობს (დღგ-ს და მომსახურების საფასურის გარეშე). , A კლასის ობიექტების განაკვეთები  $7-მდე  იზრდება.

ქუთაისში, სასაწყობე ბაზარში ძირითადად წარმოდგენილია ტრადიციული ობიექტები, რომლებიც  ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მხარდაჭერით, ორიენტირებულია წარმოებაზე, აწყობასა და შენახვაზე,. აქ საშუალო ქირა არის $2-დან $2.5-მდეა.

ფოთი წარმოადგენს  სასიცოცხლო ლოგისტიკურ და სამრეწველო ცენტრს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელშიც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (FIZ) და მრავალი ტერმინალი და სატრანზიტო კომპანია. ბათუმს  იჯარით გასაცემი საწყობის ბაზრის 5% უჭირავს, საშუალო ქირა 3-დან 6 დოლარამდე მერყეობს.

რუსთავის სასაწყობო ბაზარი ხასიათდება მცირე, არაორგანიზებული მოთამაშეებით, რომლებიც ორიენტირებულია ავტოსადგომზე და არა სპეციალურ ლოგისტიკურ ობიექტებზე, რაც მიუთითებს  ზრდის შესაძლებლობებზე.