შსს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - ვახო გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. უწყების მტკიცებითვე, დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.
დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 - ით რეგულირდება.
პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.
აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.
ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გუშინ პარლამენტთან დააკავეს.

დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. როგორც ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გამოტანილ წერილში წერს, მას დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანება პოლიციელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა მიაყენეს. ხოშტარიას მტკიცებით, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღმსი იზოლატორში, როდესაც მისი თქმით,  ძალით, უკან შუკრეს ხელები.

"ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს," - წერს ელენე ხოშტარია წერილში. 

არასამთავრობოები, NGO-ები, კოკა კაციტაძის უწყებას სამართალდამცავ მხრიდან ჩადელი ქმედებებზე ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი, ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსის მიმართ მთელი რიგი უფლებები დაირღვა. 

"ეს შემთხვევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობა და გარდა იმისა, რომ პოლიცია იყენებს რეპრესიულ მეთოდებს მშვიდობიანი პოლიტიკოსებისა თუ მომიტინგეების წინააღმდეგ. შემდგომში ამას აგრძელებს ხოლმე დამამცირებელი თუ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტით დაინტერესდეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ევალება სამართალდამცავ მხრიდან ჩადელი ქმედებებზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია იყენებს მსგავს პრაქტიკებს, რომლის ერთ- ერთი მიზეზი არის დაუსჯელობა, რადგან ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული, რომელთ მხრიდანაც შეინიშნებოდა მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი მომიტინგეებისა თუ პოლიტიკოსების მიმართ", - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაიას განცხადებით, იმის გარდა, რომ სტარსტბურგის კონვენციის მესამე მუხლის აშკარა დარღვევა იკვეთება ელენე ხოშტარიას მიმართ, ადამიანური თვალსაზრისით არის მიუღებელი ქალის გაშიშვლება და ამ სახით დამცირება.

"იზოლატორში ადამიანის გაშიშვლე არანაირ სამართლებრივ მიზანს არ ემსახურება,ე ს არის დავალება სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის და დამამცირებელი მოპყრობის, რომელიც არის სტარსტბურგის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. ეს არის ერთ-ერი უმძიმესი მუხლი, რაც კონვენციაში არსებობს და ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასებები, როგორც ადგილობრივი, ისიე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ სულ, რომ დავანებოთ კანონებსა და კონვენციებს თავი მე მაინტერესებს, რომელი ქართველი ადამიანისთვისაა სულერთი, რომ უკანონოდ აკავებენ ქალს და ამ ქალს უკანონოდ აშიშვლებენ ციხეში. ეს არის წარმოუდგენელი ამაო, მაგრამ თვის გავიდა ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ბაია პატარაია.

“დროას” თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას მიმართ პოლიციის არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვისაც" [ALDE].

"ჩვენ ვგმობთ პარტია “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ შემაძრწუნებელ მოპყრობას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ქართული ოცნების რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პირის წინააღმდეგ მოპყრობის კიდევ ერთი გაუგონარი შემთხვევა ALDE-ს წევრები გააგრძელებენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.  ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით," -  ნათქვამია განცხადებაში. 

ხოშტარიას დაკავებას საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

"აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში პლატფორმა X- ზე დაწერა.

"ქართულო ოცნებავ",  ჩვენ გხედავთ თქვენ, გაათავისუფლეთ ის ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შედეგებს"- წერს იან კელი.

აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება ჩანს, რომ თქვენ მიმართ ყურადღება მოდუნდა, მაგრამ, "ქართულო ოცნებავ",  ჩვენ გხედავთ თქვენ. გაათავისუფლეთ ის ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შედეგებს", - წერს იან კელი.

"რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დაამცირა ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის", - ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა  პეტრას აუსტრევიჩუსმა პლატფორმა X- ზე დაწერა. 

"რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ოპოზიციური პარტიის "დროა" თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის", -წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე.

"მტკიცედ ვგმობ ძალადობრივ დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ოპოზიციონერების, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში. ქართულმა ოცნებამ მოიპარა არჩევნები და ის ანადგურებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ევროპამ უნდა  იმოქმედოს დაუყოვნებლივ! " - წერს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო და ელენე ხოშტარიას მიმართ, პოლიციის ძალადობას ეხმაურება.