ბრიტანული პაბების ქსელი Greene King 3-დან 10 აპრილამდე ყველა სტუმარს შესთავაზებს უფასო ლუდს წვიმის დროს. ამის შესახებ The Drinks Business იტყობინება.
გამოცემის ცნობით, კამპანია „როცა წვიმს, ჩვენ ვასხამთ“ ქვეყანაში უკვე მეორე წელია 1,3 ათას დაწესებულებაში იმართება. წლევანდელმა სარეკლამო კამპანიამ იუმორისტული მეტეოროლოგიური გამოშვების სახე მიიღო სახელწოდებით The Sipping Forecast.