ვითომ საგამოძიებო კომისია არის ბოროტი პოლიტიკური ცირკი. ჯერ საკუთარ თავს დაარქვეს პარლამენტი და ახლა ამ პარლამენტმა რაღაცა შექმნა და დაარქვა საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, - თქვა “ძლიერი საქართველოს” წევრმა, იურისტმა, ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას „ძლიერი საქართველოს“ იურისტისა და ოფისის მენეჯერის გამოკითხვის შესახებ კომენტირებისას.
„რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს არის ამ ცირკის გაგრძელება, მორიგი სერია. ჩვენი პარტიის თანამშრომლებს, იურისტს რატომ იბარებენ გაურკვეველია და მათი გაგებით, მიმდინარეობს ამ ადამიანების დაშინება. არავის არაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი ღიად თქვა. მამუკა ხაზარაძემ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და მათი განცხადებით, ისინი ამ ბოროტ პოლიტიკურ ცირკში, რასაც ე.წ. საგამოძიებო კომისია ჰქვია, მონაწილეობას არ აპირებენ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც ამ მართული სასამართლოს პირობებში მზად არიან ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცენ. ხელისუფლება უნიჭო სანახაობას დგამს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული”, - განაცხადა ლევან სამუშიამ.